პარტია ლელომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.
ხაზარაძე დავის უსუფაშვილმა დაასახელა და თქვა, რომ ის არის ევროპული სტილის ქართველი პატრიოტი.
ხაზარაძის განცხადებით, მისი კანდიდატურის დაყენება გუნდში "საკმაოდ სერიოზული მსჯელობის" შემდეგ გადაწყდა.
"ჩვენ ვიქნებით ის ცენტრი, რომელიც გაისტუმრებს ქართულ ოცნებას და არ მოუშვებს ძველ პოლიტიკას ხელისუფლებას, ჩვენ უნდა დავიწყოთ საქართველოს პოლიტიკაში ახალი ფურცელი, ახალი ცხოვრება", - განაცხადა ხაზარაძემ წარდგენაზე.