logo
ENG



ლელოს ინიციატივაა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად ზელენსკი მოიწვიონ

17 მარ 202217:54
3 წუთის საკითხავი
 
ლელოს ინიციატივაა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად ზელენსკი მოიწვიონ

ლელოს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა მოიწვიოს სესიაზე სიტყვით გამოსასვლელად. ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დღეს, 17 მარტის სხდომაზე განაცხადა.

"მინდა წინადადება გავაჟღერო, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს. ჩვენი პარტია, ლელო საქართველოსთვის გამოდის ინიციატივით, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება და მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად, უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მან მიმართოს პარლამენტს სიტყვით ისევე, როგორც მიმართა არაერთი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს.

ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა სხდომაზე, რასაც ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

 


close დახურვა