logo
ENG



ლელოს წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრას მართავენ

11 მარ 202211:25
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს წარმომადგენლები ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრას მართავენ. კონსულტაციები კარლ ჰარცელთან პარტიის ინიციატივით დაიგეგმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე მთავარი საკითხია საქართველოს დაჩქარებული წესით ინტეგრაცია ევროკავშირში.

"უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ერთი მხრივ დღის წესრიგში დგას ამ პროცესის დაჩქარება და მეორე მხრივ, არსებობს კონკრეტული გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს ვერ მოხდება იმის გარეშე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელოს ის რეფორმები, რაზეც მათ შორის შევთანხმდით სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლობაში", - ამბობს სამადაშვილი.

საქართველომ ევროკავშირიში წევრობაზე განაცხადი გაგზავნა. ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.


close დახურვა