logo
ENG



ლექტორები ეუბნებიან სტუდენტებს რომ ჩავიდნენ თბილისში - ქუთაისში აქცია გაიმართა

13 დეკ 201917:26
3 წუთის საკითხავი
 
tofpems3pf8widm.jpg

დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა. ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, მათზე  ზეწოლა ხორციელდება და აიძულებენ, რომ 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე თბილისში ჩამოვიდნენ.  

როგორც მოძრაობა "გაბედეს" წევრი გაგა ახალაძე განმარტავს, ამ ზეწოლას თავად უნივერსიტეტის ლექტორები ახორციელებენ. 

"ლექტორები ეუბნებიან სტუდენტებს რომ ჩავიდნენ თბილისში და უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებითაც და სხვა საჭიროებებით. მათ შორის ტრანსპორტირებაც იქნება უფასო და ამგვარად ცდილობენ შეცდომით წაიყვანონ ეს ადამიანები, რომლებიც გამოყენებული იქნებიან როგორც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები",-განმარტავს ახალაძე. 

მოძრაობა "გაბედეს" მტკიცებით, ლექტორები, რომლებიც მსგავს ზეწოლას ახორციელებენ სტუდენტებზე, ბევრნი არ არიან, თუმცა მათი რაოდენობაც საკმარისია, რათა გარკვეული ნაწილი მოტყუვდეს. 

"ჩვენი ქალაქის მერი ამავე დროს ჩვენი ლექტორიცაა, რომელიც დიდი რეპუტაციით არ სარგებლობს, მაგრამ მაინც ჰყავს თავისი ვიწრო ჯგუფი უნივერსიტეტში. ეს ჯგუფი თავისი პირადი გამორჩენის მიზნით ატარებს ვიწრო პარტიულ ინტერესებს",- ამბობს მიხეილ გეგშიძე.


close დახურვა