logo
ENG



ლეჩხუმში სტიქიის შედეგად 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია

27 მარ 202112:54
3 წუთის საკითხავი
 

ლეჩხუმში მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვიან. მეწყერმა 2 სოფლის, ლაილაშის და ღუს დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა და ათი ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროს ნაწილობრივ მოწყვეტილია. 

კონტაქტი მხოლოდ საფეხმავლო გზით არის შესაძლებელი. 

გამოდარებამდე შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზას, სადაც ორი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა, გადაადგილება უკვე აღდგენილია.

მეწყრული პროცესები ცაგერის მუნიციპალიტეტში ხუთი დღის წინ უხვი ნალექის შედეგად განვითარდა.


close დახურვა