ლვივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის ცნობით, დილის 10 საათისთვის ლვივში რუსეთის დარტყმების შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული და რვა დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი.
მისივე თქმით, ქალაქში დილით 4 რაკეტა ჩამოაგდეს, აქედან სამი სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტზე.
"რუსები აგრძელებენ უკრაინის ქალაქებზე ბარბაროსულ თავდასხმას ჰაერიდან, ცინიკურად ეუბნებიან მთელ მსოფლიოს თავიანთ "უფლებაზე"... მოკლას უკრაინელებ", - წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.