logo
ENG



ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 15-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

09 აგვ 202415:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/09/m595t3wsdzbits7.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ლიბანიდან ისრაელის ქალაქ კირიათ-შმონას მიმართულებით 15-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს, თუმცა, სულ მცირე ორმა ქალაქს დაარტყა, რამაც ზიანი გამოიწვია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანის სამხრეთ ნაწილში ისრაელის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას ორი ოპერატორი დაიღუპა. 


close დახურვა