logo
ENG



ლიბანში, გაეროს მშვიდობისმყოფელები ამბობენ, რომ მათ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

15 ოქტ 202321:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/15/boa0t49k4m7wqhp.png

ლიბანში, გაეროს მშვიდობისმყოფელები აცხადებენ, რომ მათ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გაეროს მშვიდობისმყოფელების მიზანი ლიბანი-ისრაელის საზღვარზე მშვიდობის შენარჩუნებაა.

გაერო ცდილობს იმის გარკვევას ვინ დგას თავდასხმის უკან - ისრაელი თუ ლიბანელი ბოევიკები. მშვიდობისმყოფელები ამბობენ, რომ მიუხედავად მათი ძალისხმევისა, სამხედრო ესკალაცია გრძელდება.

"მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს ცეცხლი შეწყვიტონ და მოგვცენ საშუალება, როგორც მშვიდობისმყოფელებს, დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში. არავის სურს რომ მეტი ადამიანი დაიღუპოს ან დაშავდეს. ნაკურში, ჩვენ შტაბ-ბინას მოხვდა რაკეტა და ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, საიდან. მშვიდობისმყოფელები ამ დროს არ იმყოფებოდნენ თავშესაფარში. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა", - ამბობენ გაეროს მშვიდობისმყოფელები.

გაეროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციაზე ნებისმიერი თავდასხმა ომის დანაშაულია.


close დახურვა