BBC ლიბანის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ ლიბანში ჟურნალისტების საცხოვრებელ კომპლექსზე ისრაელის ავიაციის თავდასხმას მედიის სამი თანამშრომელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმა ჰასბაიაში მდებარე კომპლექსზე განხორციელდა, რომელშიც სულ მცირე შვიდი მედია ორგანიზაციიდან ათზე მეტი ჟურნალისტი იმყოფებოდა.
ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ თავდასხმა მიზანმიმართული იყო და ამას ომის დანაშაული უწოდა.
ბეირუთში დაფუძნებული საერთო არაბული ტელეარხი ალ-მაიადინი იტყობინება, რომ დაღუპულებს შორის მისი ორი თანამშრომელია. ამასთან, საჰაერო თავდასხმას ჰეზბოლას ტელეარხ ალ-მანდარის ოპერატორი, ვისამ კასიმიც შეეწირა.
გაცრველებული ინფორმაციით, ისრაელის არმიას თავდასხმამდე გაფრთხილება არ გაუვრცელებია.