logo
ENG



ლიბიაში დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა

16 აგვ 202312:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/16/pp26yty27vgilam.jpg

ლიბიის დედაქალას ტრიპოლში ორ ძლიერ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის შეტაკებების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლოდ 106 დაშავდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო LANA წერს, რომ დაშავებულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

ბრძოლები დაიწყო ორშაბათს მას შემდეგ, რაც 444-ე ბრიგადის მეთაური მაჰმუდ მაზა დააკავეს, როდესაც ის ტრიპოლოს აეროპორტში გამგზავრებას ცდილობდა. ის კონკურენტმა დაჯგუფებამ, სპეციალური შეკავების ძალებმა დააკავა, რომელიც აკონტროლებს აეროპორტს. დაკავების მიზეზი უცნობია.

შეტაკებები შეწყდა სამშაბათს, გვიან ღამით გაეროს მიერ აღიარებულ ეროვნული ერთიანობის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რომ ჰამზას ნეიტრალურ მხარეს გადასცემდნენ.

LANA-ს ინფორმაციით, შეთანხმება გულისხმობს ტრიპოლში ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერებას, სამხედრო ნაწილების ყაზარმებში დაბრუნებას, სახელმწიფო და კერძო საკუთრებისთვის მიყენებული ზარალის შეფასებას და ეროვნული ერთობის მთავრობის მიერ კომპენსაციების გაცემას.

გაერთიანებული ერების მხარდაჭერის მისიამ ლიბიაში (UNSMIL) განაცხადა, რომ "ყურადღებით აკვირდება 14 აგვისტოდან ტრიპოლში განვითარებულ მოვლენებს".


close დახურვა