ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა, დაკარგულთა რაოდენობამ კი 10 000-ს მიაღწია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი 10 ათასს გადააჭარბებს.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლიბის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ დერნაში, სადაც სტიქიის შედეგად ორი კაშხალი დაინგრა. ქარიშხალმა დენიელმა გაანადგურა ათასობით შენობა, მათ შორის ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიშიც.
წყალდიდობის შედეგად ჩაიძირა ათობით სოფელი და ქალაქი. გარდა ამისა, ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზიანი ხელს უშლის წყალდიდობისგან დაზარალებულ რაიონებში დახმარების გაგზავნას.