ოფიციალურად, საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა.
უცვლელი დარჩა სატურნირო ცხრილი. აქედან გამომდინარე, ჩემპიონატის გამარჯვებული „პარიზ სენ ჟერმენი“ გახდა, მეორე ადგილზე მარსელის „ოლიმპიკი“, ხოლო მესამეზე „რენი“ გავიდა - შესაბამისად, „ჩემპიონთა ლიგის“ საგზურებიც ამ სამეულს ერგო.
„ევროპა ლიგაზე“, „ლილი“, „რეიმსი“ და „ნიცა“ გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში სექტემბრამდე ყველა სპორტული ღონისძიება აიკრძალა.