logo
ENG



ლიეტუვა აპირებს, არალეგალ მიგრანტებს 300€ გადაუხადოს, თუ საკუთარი ნებით დატოვებენ ქვეყანას

07 აგვ 202114:15
3 წუთის საკითხავი
 
ლიეტუვა აპირებს, არალეგალ მიგრანტებს 300€ გადაუხადოს, თუ საკუთარი ნებით დატოვებენ ქვეყანას

ლიეტუვის მთავრობა 300 ევროს გადაუხდის არალეგალ მიგრანტებს, თუ ისინი საკუთარი ნებით დატოვებენ ქვეყანას. ამის შესახებ LRT-ს რადიოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეველინა გუძინსკაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, თანხას აეროპორტში გაფრენის წინ ხელზე მისცემენ. ლიეტუვაში დაბრუნების შემთხვევაში კი, მიგრანტები კომპენსაციას მეორედ ვეღარ მიიღებენ. როდის ამოქმედდება შესაბამისი რეისები, უცნობია.

ზაფხულში ლიეტუვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში საიმიგრაციო კრიზისია, საზღვრებზე კი საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ყოველდღიურად ათობით მიგრანტი ცდილობს ლიეტუვაში მოხვედრას, იქიდან კი ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლას.

ვილნიუსი კრიზისის პროვოცირებაში ბელარუსსა და მის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ადანაშაულებს. მათივე თქმით, ბელარუსი არაფერს აკეთებს მიგრანტების შესაკავებლად. მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად ლიეტუვამ კედლის მშენებლობაც დაიწყო. 

ბელარუსი ბრალდებებს უარყოფს. 5 აგვისტოს კი ლუკაშენკომ შესაბამის უწყებებს უბრძანა, რომ საზღვრები ჩაკეტონ.


close დახურვა