logo
ENG



ლიეტუვამ რუსულ გაზზე უარი თქვა

02 აპრ 202220:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/02/n1vu68695z4hfom.png

ლიეტუვამ რუსულ გაზზე უარი თქვა. ის პირველი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. 

როგორც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა აღნიშნა, პირველი აპრილიდან ლიეტუვას რუსული გაზის იმპორტი არ განუხორციელებია. 

ლიეტუვის გაზის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია კლაიპედას თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ტერმინალის მეშვეობით. თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის ოპერატორის Klaipedos Nafta-ს ოფიციალურად გამოცხადებული განრიგით ჩანს, რომ ყოველთვიურად 3 დიდი მოცულობის თხევადი ბუნებრივი აირი მიაღწევს ტერმინალს, რაც ყველა მომხმარებლისთვის საკმარისი იქნება. საჭიროების შემთხვევაში, გაზის მიწოდება შესაძლებელია ლატვიიდან და პირველი მაისიდან პოლონეთიდან - გაზის ურთიერთკავშირის გზების მეშვეობით.

კრეივისი ამბობს, რომ ეს არის გარდამტეხი მომენტი ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ისტორიაში.

"გაზპრომის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის ევროკავშირში, ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვთქვით უარი რუსულ გაზზე და უზრუნველვყავით რუსული გაზისგან დამოუკიდებლობა. ეს არის გრძელვადიანი თანმიმდევრული მუშაობის შედეგი", - ამბობს მინისტრი.


close დახურვა