logo
ENG



ლიეტუვამ უკრაინას 155 მმ-იანი ჭურვები გადასცა

08 მარ 202410:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/08/nke4b2d69fka3n9.png

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, რომელიც 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას მოიცავს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ჩვენ ვაგზავნით იმ შეიარაღებს, რომელიც ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ მათი გვესმის და ჩვენი დახმარება გრძელდება", - თქვა ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა.

სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის გარდა, ლიეტუვა ასევე ხელს უწყობს უკრაინის დაცვას სამხედრო პერსონალის აქტიური მომზადების, დაჭრილი სამხედროების მკურნალობისა და რეაბილიტაციის და ექსპერტების კონსულტაციების გზით.

ცნობილია, რომ ლიეტუვის ხელისუფლებამ უკრაინის დასახმარებლად ნაციონალური გრძელვადიანი გეგმა დაამტკიცა.


close დახურვა