ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავი - L-39ZA ალბატროსი გადასცა. ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინაში 20 აპრილს მორიგი დახმარება ჩავიდა.
ცნობილია, რომ მსგავსი თვითმფრინავები გამოიყენება ოფიცრების მოსამზადებლად, რომლებმაც შემდგომში ბომბდამშენები, გამანადგურებლები უნდა მართონ.