logo
ENG



ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

15 მარ 202423:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/15/5rdnbu5vsu8g8vs.jpg

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი თანამდებობას ტოვებს. მან გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრ ინგრიდა შიმონიტეს გაუგზავნა.  

"ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ადასტურებს, რომ დღეს, 15 მარტს, პრემიერმინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ მიიღო განცხადება, თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუშაუსკასის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ლიეტუვის პრემიერი განცხადებას ორშაბათს, 18 მარტს გააკეთებს.

მედიის ცნობით, თავდაცვის ახალ მინისტრად, შესაძლოა, ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ლაურინას კაშიუნასი დაინიშნოს.


close დახურვა