logo
ENG



ლიეტუვის საგარეო უწყება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმება

28 დეკ 201919:07
3 წუთის საკითხავი
 
r385br2us3m7rzd.jpg

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმებიან.

„მივესალმებით ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ. ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს „საზღვრის უკანონო“ კვეთის ბრალდებით დააკავეს. აუცილებელია, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები თავიდან იქნას აცილებული და ყველასთვის გარანტირებული უნდა იყოს გადაადგილების თავისუფლება“, - წერია განცხადებაში, რომელიც უწყების Twitter-ის ოფიციალურ გვგერდზე გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გაათავისუფლეს. გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმანოემბერს . საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის .. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

 


close დახურვა