პუტინისტურმა, ძალადობრივმა ჯგუფებმა ლიეტუვის საელჩოსთან აქცია გამართეს.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ევროკავშირისა და LGBT დროშები დახიეს.
სამართალდამცველებმა, სულ მცირე, 3 პირი, მათ შორის აქციის ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი დააკავეს.
6 ივნისს, ძალადობრივმა ჯგუფებმა მსგავსი აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გამართეს. გურამ ფალავანდიშვილი და კიდევ 6 პირი მაშინაც დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.