logo
ENG



ლიკა ქავჟარაძეს დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა

26 ოქტ 201917:55
3 წუთის საკითხავი
 
lgvw0k80bmfbwig.jpg

ლიკა ქავჟარაძეს დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ქართველი კინომსახიობი, რომელსაც  ხშირად „ნატვრის ხე"-ში განსახიერებული როლის გამო მარიტას უწოდებდნენ, 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა.

სამსახიობო კარიერა მან 12 წლიდან დაიწყო. კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში" შესრულებულმა როლმა მოუტანა.

მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება", - ამბობდა მსახიობი.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ლიკა ქავჟარაძე მარტო ცხოვრობდა. ის 2017 წელს, 57 წლისა გარდაიცვალა.


close დახურვა