![2022/10/22/cguyjj11r5evo3h.jpg](/uploads_script3/articles/2022/10/22/cguyjj11r5evo3h.jpg)
ლიკანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
ფორმულას ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ქალი.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. ადგილზე კი მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
მომხდარის დეტალებს ფორმულა შსს-ში არკვევს.