თბილისში, ლილო არენასთან მანქანა 4 ქვეითს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 18 წლის ქალი დაიღუპა, 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.