logo
ENG



ლილოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 1 ადამიანი

04 აპრ 202115:04
3 წუთის საკითხავი
clock 468

ლილოს დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილი 70 წლამდე ასაკის ქალია. 

პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. 

როგორც ფორმულას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების გამო მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. 

მაშველები ადგილზე რჩებიან და მერიის შესაბამის სამსახურს ელოდებიან, რომელიც კორპუსის მდგრადობას შეისწავლის.


close დახურვა