logo
ENG



ლილუაშვილი ბორდერიზაციაზე: რომ არა ზომები, რასაც ვატარებთ, შედეგები გაცილებით მძიმე იქნება

11 აგვ 202013:09
3 წუთის საკითხავი
 
ლილუაშვილი ბორდერიზაციაზე: რომ არა ზომები, რასაც ვატარებთ, შედეგები გაცილებით მძიმე იქნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მხრიდან ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო დაკავებები გრძელდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

მისი თქმით, რომ არა ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები, უფრო მძიმე შედეგები იქნებოდა.

"სამწუხაროდ, ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება, ასევე, უკანონო დაკავებები ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს შეამაკვებელი ზომების გატარების კუთხით. რომ არა ის ზომები, რასაც ხელისუფლება ატარებს, შედეგები გაცილებით მძიმე იქნება", - თქვა ლილუაშვილმა.


close დახურვა