logo
ENG



ლიონელ მესი: ფეხბურთი აღარასოდეს იქნება ძველებური

31 მაი 202015:47
3 წუთის საკითხავი
 
wop9wxe59pd0j6d.jpg

„ბარსელონას“ ფორვარდის, ლიონელ მესის თქმით, კორონავირუსის პერიოდი ბევრი ადამიანისთვის რთული აღმოჩნდა, რაც ფეხბურთზეც აისახა.

„თითქმის ყველა ჩვენგანს რჩება ეჭვი იმაზე, როგორი იქნება სამყარო მას შემდეგ, რაც ბოლო თვეებში მოხდა. თვითიზოლაციისა და სრულიად მოულოდნელი სიტუაციის გარდა, ბევრი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იყო, რადგან ამ სიტუაციამ ნეგატიურად იმოქმედა მათზე. მხედველობაში მყავს ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს ნათესავები და მეგობრები და თან ვერ შეძლეს მათთან გამოთხოვება. მიმაჩნია, რომ ამ კრიზისში იყო ბევრი ნეგატიური, მაგრამ არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვარს. ეს იწვევს უდიდეს იმედგაცრუებას და ყველაზე დიდ უსამართლობად მიმაჩნია. ფეხბურთი, ისევე, როგორც მთლიანად ცხოვრება, ვფიქრობ, აღარასოდეს იქნება ძველებური“, – დაამატა არგენტინელმა.


close დახურვა