პოლიციამ ლისის ტბაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა, ბრალდებულია 5 პირი. ხუთივე მათგანი ამ დრომდე იძებნება. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლიანი ვენდეტა ლისის ტბაზე 6 ოქტომბერს მოხდა, გაიტაცეს და სასტიკად დაჭრეს გოჩა ვეფხვაძე, რომელიც საავადმყოფოში 2 დღის წინ გარდაიცვალა.