logo
ENG



ლობიოს კი არა, მურუსიძეს რა უნდა სასამართლოში - „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად“

02 დეკ 201923:59
3 წუთის საკითხავი
 
lslj4aqtp1co80w.png

ზამთრის დადგომასთან ერთად დაიწყო ზამთრის რეპრესიები, - ამ სიტყვებით გახსნა გადაცემა „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად“ წამყვანმა ზამთრის პირველი ეთერი. მიშა მშვილდაძემ რეპრესიებზე საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თითქმის დაჭერით დაიწყო. მშვილდაძემ ხელისუფლებას ურჩია, რომ პროკურორების, სასამართლოსა და ნიკა მელიას წვალებას თავი დაანებოს და ამ უკანასკნელს, „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას მსგავსად, ჩაუდოს იარაღი და დააპატიმროს.

დღეს ნიკა მელია კიდევ ერთხელ თითქმის დაიჭირეს. შვიდი წლის წინ აღძრულ "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. ვერც იჭერთ, ვერც უშვებთ... ვერც უმტკიცებთ, ვერც ამართლებთ... ჩაუდეთ რა იარაღი! თქვე დაისვენებთ და ჩვენც. პოლიცია იტყვის ჰქონდა იარაღიო, მელია იტყვის არ მქონიაო. სასამართლო პოლიციელს დაუჯერებს და ეგაა, რურუას როგორც გაუკეთეთ რა, არ გესწავლებათ ჩემგან“, - განაცხადა მშვილდაძემ.

წამყვანმა ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკური რეპრესიების საქმეებიც ჩამოთვალა  - იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილის სასამართლოს განაჩენი, ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლოს პროცესი, ირაკლი ოქრუაშვილისა და გავრილოვის ღამის სხვა პატიმრები, რურუასა და ნიკა გვარამიას საქმეები და ა.შ. მშვილდაძემ ის მახასიათებელიც დაასახელა, რომლითაც ხელისუფლების აზრით, ამ საქმეებს აქვთ საერთო:

ხელისუფლების ვერსიით, იცით რა საერთო აქვთ ამ საქმეებს? არც ერთი არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. არც ერთი! რა შუაშია პოლიტიკა?“, - განაცხადა მშვილდაძემ.

წამყვანი მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ როგორც იქნა მისი და ხალხის აზრი ერთმანეთს დაემთხვა:

მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსიგანაცხადა პანამელმა ინვესტორმა. ისე, პანამელი ინვესტორი ნაკლებად საშიშად ჟღერს, ვიდრე პანამელი მებაღე... პანამელი მებაღე... სერიული მკვლელის სახელს ჰგავს“, - განაცხადა მშვილდაძემ. 

მშვილდაძეს პანამელ ინვესტორის სხვა განცხადებებიც არ გამოჰპარვია. კერძოდ, ოლიგარქმა, რომელსაც მებაღეობა სურს თქვა: „ჩვენ ჯანსაღი ძალები გვჭირდება და არა დესტრუქციული ძალები. გვერდზე გავდგები, როცა დავინახავ, რომ ძალაუფლებისთვის უფრო ჯანსაღი ძალები იბრძვიან“.

მშვილდაძის აზრით, ამ განცხადებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - საქართველოში, ფიზიკურად შეუძლებელია არსებობდეს ბიძინას აზრითჯანსაღი პოლიტიკური ძალა".

მოდი გავყვეთ ბიძინას ლოგიკასდავუშვათ პოლიტიკაში გამოჩნდა ჯანსაღი ძალა...ისეთ, წესით ბიძინასაც რომ უნდა მოეწონოს. პირველს რას გააკეთებს ეს ჯანსაღი ძალა? მოითხოვს სამართლიან, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას და შესაბამისად, შეურთდებიან აქციას, სადაც ყველა ითხოვს ერთ რამეს – სამართლიან არჩევნებს. აი აქ დაუშვებენ „საბედისწერო შეცდომას", და ეგრევე ნაცები გახდებიან. შესაბამისად, ბიძინაც აღარ გადგება გვერდზე...“, -  აღნიშმავს მშვილდაძე.

თუმცა, წამყვანს არც მებაღეობის მსურველის გაკეთებულ განცხადებაში არსებული პოზიტივი დავიწყებია: „ერთადერთი პოზიტიური რაც დავიჭირე არის ის, რომ "პატრიოტთა ალიანსი" არ მიაჩნია პროგრესულ ძალად...

მშვილდაძემ გადაცემაში ლოგიკური ბმა გააკეთა და ივანიშვილის შემდეგ კობახიძის განცხადებას მიმოიხილა, სადაც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ „ქართული ოცნება დადგა დედის როლში, რომელმაც ყველაფერი სცადა, რომ მინიმალურადაც არ სტკენოდა მის შვილს, ბავშვს, ქვეყანაზეა აქ საუბარი. მშვილდაძემ კობახიძე ის 5 მიზეზი ჩამოუთვალა, რისთვისაც დედას შესაძლოა მშობლის უფლება ჩამოერთვას:

დედამ არც შვილებს და არც მის მეგობრებს თვალები არ უნდა დათხაროს;

დედამ შვილები ნოემბერში ცივი წყლით არ უნდა გაწუწოს;

დედამ სკოლიდან დაბრუნებულ შვილებს სახლში გავრილოვი არ უნდა დაახვედროს;

დედამ შვილებს სიყვარული პროპორციულად უნდა გაუნაწილოსყველას თანაბრად;

როცა შვილები განსაცდელში არიან, დედა ლობიოს არ უნდა ჭამდეს რესტორანში;

მშვილდაძე ლობიოს ჰაერში აყრისთვის დაკავებულ „ლეიბორისტული პარტიის" წევრ ლაშა ჩხარტიშვილის თემასაც შეეხო  და სასამართლო პროცესის დროს შენობის ეზოში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

ჩხარტიშვილის სასამართლოზე მოძრაობაგაბედეს" წევრებმა, პროტესტის ნიშნად, სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვა სცადეს, მაგრამ მანდატურებმა უფლება არ მისცეს... სასამართლოში რა უნდა ლობიოსო?! ლობიოს კი არა, ჩინჩალაძეს და მურუსიძეს რა უნდა სასამართლოში? ლობიო რას აშავებს? გაიხარებს, ამოვა თავისთვის, ვინმე დაკრეფს, მოიხარშავს, შეჭამს“, - განაცხადა მშვილდაძემ.

გადაცემის სტუმარი ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი იყო, რომელიც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ადვოკატია. საძაგლიშვილმა წამყვანს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა - გვარამიას საქმის ფარგლებში, როგორც აღმოჩნდა თავად მშვილდაძესაც უსმენდნენ.

 


close დახურვა