logo
ENG



ლოგიკურია მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები - მიშა მშვილდაძე

14 ნოე 201919:30
3 წუთის საკითხავი
 
cojnqq21bzvfdi0.jpg

"ლოგიკურია მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები" - ასე შეაფასა მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ლიდერმა  მიშა მშვილდაძემ მიმდინარე მოვლენები. იგი რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა ოპოზიცური პარტიების შეკრებიდან და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიებს შორის მთავარ საკითხზე შეთანხმება შედგა.  

"ყველა ვთანხმდებით ერთზე, რომ ეს საკმაოდ ეკლეკტური შეკრება შეძლებს საერთო ენის გამონახვას. ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში "ქართული ოცნების" მმართველობა, გაუგებარი გადაწყვეტილებებით უნდა დამთავრდეს. ესაა რაზეც ვთანხმდებით. ახლა ლოგიკურია მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები და ვიცით, რომ ტექნიკურად შესაძლებელია პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ჩვენ ვიქნებით რადიკალურები და მთლიანად ოპოზიციური სპექტრი მზადაა, შედეგი იქნას მიღწეული. ზოგ ოპოზიციურ პარტიას ვადამდელი არჩევნები აშინებს და სრული კონსენსუსი ამ მხრივ არ არის, მარგამ ვთანხმდებით, რომ თუ ამას უმრავლესობა გადაწყვეტს, დანარჩენებიც მხარს დაუჭერენ. შემდეგი არჩევნები უნდა იყოს ბიძინას არჩევენების დასრულება. ეს ქვეყანა იმსახურებს, რომ თავად ირჩევდნენ ადამიანები საკუთარ ბედს და ამას მივიღებთ ნებისმიერი ფორმით, რაც საჭირო გახდება",- აცხადებს მშვილდაძე.


close დახურვა