სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მოლოდინი აქვს პოლიტიკური შეთანხმების მირწევის, თუმცა ამასთან აცხადებს, რომ "სწორი" იქნება გარკვეული საკითხები გასაჯაროვდეს, რათა საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ იყო "მტყუან-მართალი".
"ველოდები, რომ უნდა იქნას შეთანხმება მიღწეული. თუ რომელიმე მხარე ამ ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობის საკითხებზე არ განაცხადებს მზაობას, გადადგას ნაბიჯები, იქნება ხელისუფლება, თუ ოპოზიცია, პირველ რიგში, ხელისფლება, მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ექნება ლეგიტიმური უფლება ვიცოდეთ ვინ იყო ეს მხარე.
რაღაც ეტაპზე კარგი და სწორი იქნება, გარკვეული საკითხები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ასევე გასაჯაროვდეს და საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ იყო მტყუან-მართალი და რა იყო მოლაპარაკების მაგიდაზე რეალურად. ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაციები ხდება და მე ვფიქრობ, საზოგადოებას უნდა, მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება", - ამბობს ნინო ლომჯარია.