logo
ENG



ლომჯარია: მზად ვართ, ჩვენი მანდატის ფარგლებში, დავეხმაროთ ბაჩალიაშვილის ოჯახს

05 აგვ 202016:40
3 წუთის საკითხავი
 
vwd24gr3zmpfhik.jpg

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მზადყოფნა გამოთქვა, საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, დახმარება გაუწიოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს.

როგორც ლომჯარიამ “რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ის უკვე შეხვდა საქმეში ჩართულ დამოუკიდებელ ექსპერტს.

“ვაკვირდებით მიმდინარე გამოძიებას, შევხვდით ადვოკატსა და საქმეში ჩართულ დამოუკიდებელ ექსპერტს. დამატებით თუ რაიმე თხოვნა ექნებათ სახალხო დამცველთან ან ადვოკატს, ან დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ეტაპზე ჩვენი მანდატიდან გამომდინარე ჩავერთოთ და დამატებით დახმარება გავუწიოთ ამ ოჯახს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აშშ-ის საელჩოს სთხოვს, გამოძიებაში ამერიკელი სპეციალისტები ჩაერთონ.


close დახურვა