logo
ENG



ლომჯარია: პოლიცია ყოველთვის არ არის ეფექტური, კონტრ-აქციების მართვა პრობლემატურია

03 დეკ 201912:14
3 წუთის საკითხავი
 
42jw0h9xomolg5n.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიციას მოუწოდებს დროულა დმოხდეს რეაგირება 2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან განვიტარებულ მოვლენებზე. ლომჯარიას განცხადებით, პოლიციის ქმედება ყოველთვის ეფექტური არ არის და მან გუშინ "ოცნების" ოფისთან ზალადობის ფაქტები იხილა.

„პოლიცია ყოველთვის არ არის ეფექტური. კონტრ-აქციების მართვა პრობლემატურია და ეს არამხოლოდ გუშინდელ ფაქტს ეხება. შსს-მ ყველა ფაქტზე, სადაც მოხდა ანგარიშსწორება, უნდა მოახდინოს რეაგირება. ვნახე როგორ უსწორდებონენ აქტივისტებს და დროული რეაგირება უნდა მოხდეს. ამაზეც იქნება დამოკიდებული როგორ იქნება წინასაარჩევნო გარემო გვექნება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობების „გაბედე“, „შეცვალესა“ და „ქვეყნის სამსახურში“ აქცია გაიმართა, რასაც მმართველი პარტიის კონტრ-აქცია დაუპირისპირდა. აქციის შედეგად კონტრ-აქციის მონაწილეებმა რამდენიმე პირს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სხავდასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


close დახურვა