logo
ENG



ლომჯარია: როცა ჯანმრთელობას ეხება, პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არაა, სად უნდა იყოს პატიმარი

22 დეკ 202317:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/22/0pk731fagp55xgt.jpg

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, როცა საქმე პატიმრის ჯანმრთელობას ეხება, პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არაა, სად უნდა იყოს პატიმარი. ასე შეაფასა ლომჯარიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატირმოში გადაყვანაზე გიორგი გახარიას პარტიის განცხადება. 

"მიმაჩნია, რომ როცა საქმე ეხება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას - უნდა იყოს ის საავადმყოფოში თუ უნდა იყოს საპატიმრო დაწესებულებაში, ამაზე უნდა მსჯელობდეს, საუბრობდეს და გადაწყვეტილებას იღებდნენ სპეციალისტები, ანუ სამედიცინო პროფილის ადამიანები. არსებობს კონსილიუმი, ექიმები, ექსპერტები და ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი საკითხი, სად უნდა იყოს ამ დროს პატიმარი. ამაზე უნდა არსებობდეს კვალიფიციური დასკვნა. ამას ვაკეთებდით ჩვენც. მე როცა სახალხო დამცველი ვიყავი, ვუსმენდით კონსილიუმს, ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილებები და შეფასებები.

შესაბამისად, ასე უნდა გაგრძელდეს და უფრო დამაინტერესებდა ამ საკითხზე კვალიფიციური, სანდო სამედიცინო პროფილის ადამიანების მოსაზრება, ვიდრე პოლიტიკოსების განცხადებები", - აღნიშნა ლომჯარიამ.  

21 დეკემბერს გაკეთებული განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების ყოფილი ლიდერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანონ.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ დაუშვილმა თქვა, "მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიც ქართული ოცნებაა".

ამასთან, პარტიამ მოუწოდა ქართულ ოცნებას, "უზრუნველყოს კანონმდებლობის აღსრულება და არ მისცეს უცხო ქვეყნსი მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება".

 

 

 


close დახურვა