სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფილმთან "და ჩვენ ვიცეკვეთ" დაკავშირებით აქციის მონაწილეებს, კანონის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ლომჯარია შინაგან საქემთა სამინისტროს მოუწოდებს, ყველა მოქალაქის უფლება დაიცვას.
"გამოხატვის თავისუფლებით დაცულია მშვიდობინი გამოხატვა და ისეთი ტიპის გამოხატვა, რომელიც არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს. ისინი აცხადებდნენ, რომ კინოთეატრის ბლოკირებას აპირებენ, ასევე აპირებენ, რომ მოქალაქეები კინოსეანსზე არ შეუშვან. რაც მოვისმინეთ არის პირდაპირი მუქარა. ეს არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს. სწორედ ამაზე მივანიშნეთ როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე შსს-ს, რომ მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები", - განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერამდე ერთი დღე დარჩა. კინოსურათის ჩვენება 8, 9 და 10 ნოემბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ბილეთების უმეტესობა ჩვენებამდე რამდენიმე დღით თითქმის სრულად გაიყიდა.