ლონდონელებმა უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება დააზიანეს. ანტირასისტული აქციის მონაწილეებმა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მემორიალზე „რასისტი" დააწერეს, თავად ქანდაკება კი სხვადასხვა საპროტესტო ბანერით გააფორმეს.
ლონდონში, კვირას გამართული საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა. ქალაქ ბრისტოლში კი ანტირასისტული აქციის ფარგლებში შეკრებილებმა მე-17 საუკუნეში, ტყვეებით მოვაჭრე ედუარდ კოლსტონის ქანდაკება ჩამოაგდეს და მდინარეში გადააგდეს.