logo
ENG



ლონდონში ბრიტანული მოდის დაჯილდოება გაიმართება

03 დეკ 201910:12
3 წუთის საკითხავი
 
iv17zdtvoi53m22.png

ლონდონმა ბრიტანული მოდის დაჯილდოებას უმასპინძლა. ღონისძიება ტრადიციულად ალბერტ ჰოლში გაიმართა. საღამოზე თავი ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, მოდელებმა, მომღერლებმა და დიზაინერებმა მოიყარეს. 2019 წლის ცერემონიაზე რიანა, ჯულია რობერტსი და ლუის ჰამილტონი გამოჩნდნენ. საღამოს ბრიტანელი მსახიობი ტრეის ელის როსი იტალიელ დიზაინერ ჯორჯო არმანისთან ერთად უძღვებოდა.

წლის საუკეთესო ბრიტანელი დიზაინერი კაცის ხაზისთვის „დიორიდან" კიმ ჯონსი გახდა. ამავე კატეგორიაში პრიზი ქალის ხაზისთვის მიიღო „ბოტეგა ვენეტას"  დიზაინერმა დენიელ ლიმ. ბრიტანული მოდის დაჯილდოება სათავეს 1989 წლიდან იღებს, ღონისძიებაზე მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე წლის წარმატებულ ადამიანებს აჯილდოებენ. 


close დახურვა