ლონდონში ჟულიან ასანჟის საქმის მოსმენა დაიწყო. სასამართლო შეერთებულ შტატებში მის ექსტრადიციას განიხილავს.
სავარაუდოდ პროცესი ოთხ კვირას გაგრძელდება, თუმცა ასანჟის ადვოკატი ვარაუდობს, რომ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე გაცილებით დიდი დრო იქნება საჭირო, რადგან საქმე უმაღლეს სასამართლომდე მივა. „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი სამეფო სასამართლოში ყველა მოსმენას დაესწრება.
ასანჟს ბრალი შპიონაჟის შესახებ კანონის დარღვევასა და საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაში ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეერთებულ შტატებში მას 175-წლიანი პატიმრობა ელის.