logo
ENG



ლონდონში ფორმულა ერთის ყოფილი მფლობელის მემკვიდრე გაძარცვეს

16 დეკ 201917:48
3 წუთის საკითხავი
 
9yuokd4087lxxfn.jpg

ლონდონში ფორმულა ერთის ყოფილი მფლობელის მემკვიდრე გაძარცვეს. ბერნი ეკლსტოუნის ქალიშვილის სახლიდან 67 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. თამარა ეკლსტოუნის სახლში, მაშინ შეიჭრნენ, როცა ოჯახი საშობაო არდადეგებზე ლაპლანდიაში გაფრინდა. იმის მიუხედავად, რომ სახლი კენსინგტონის სასახლის მეზობლად მდებარეობს, უბანს საგანგებო დაცვა ჰყავს, იქ შესვლა კი მხოლოდ საკონტროლო პუნქტის გავლით შეიძლება, ეჭვმიტანილები ამ დრომდე ვერ იპოვეს. ძარცვასთან დაკავშირებით განცხადება ფორმულა ერთის ყოფილმა მფლობელმაც გააკეთა. ბერნი ეკლსტოუნი ვარაუდობს, რომ მძარცველები მის შვილს იცნობდნენ.


close დახურვა