ლოს-ანჯელესში ახალი ფილმის „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“ პრემიერა გაიმართა.
სურათის რეჟისორი ჯეიმს მენგოლდია, მთავარ როლებს კი მეტ დეიმონი და კრისტიან ბეილი ასრულებენ.
ფილმი რეალურ ისტორიაზეა აგებული და 1966 წელს, ლე მანის პრესტიჟულ ავტორბოლაზე ფორდისა და ფერარის გუნდებს შორის გამარჯვებისთვის ბრძოლაზე მოგვითხრობს.
ეს მეტ დეიმონისა და კრისტიან ბეილის პირველი თანამშრომლობაა. ფილმს შეერთებული შტატების კინოთეატრებში 15 ნოემბრიდან უჩვენებენ.