კალიფორნიის შტატში ტყეში გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ. სტიქიის ზონიდან 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 200 ათასამდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ცეცხლმა უკვე გაანადგურა ათობით საცხოვრებელი სახლი.
სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ხანძრის კერების მხოლოდ 5%-ს აკონტროლებენ, კალიფორნიაში ხანძრის ლოკალიზებას 500-მდე მეხანძრე ავიაციის დახმარებიტ უშედეგოდ ცდილობს, ცეცხლი თიქთქმის 7000-მდე ჰექტარს ანადგურებს.
ლოს-ანჯელესის პოლიციის ცნობით, კვლავ ძალშია ევაკუაციის ბრძანება და ყველა გაფრთხილება, ისინი სარისკო ზონაში მცხოვრებ ადამიანებს გაფრთხილების დაცვისკენ მოუწოდებენნ.
ყველაზე რთული ვითარება ლოს ანჯელესის რეგიონში ქალაქ სანტა კლარიტაშია, საიდანაც 50 ათასამდემდე ადამიანი გაიყვანეს მოსახლეობისგან მთლიანად დაცარიელდა ქალაქო გეისერვილიც, ხანძარი საერთო ჯამში 10 ათასამდე შენობას ემუქრება უკვე დამწვარია 50-მდე საცხოვრებელი სახლი.
სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარიც აფერხებს ქარის სიცქარე საათში 110 სიჩქარეს აფერხებს სინოპტიკოსების პროგნოზით ქარი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება.