ლოს ანჯელესში კინემატოგრაფებს საპატიო ოსკარები გადასცეს. ცერემონიას „ჰაილენდ ცენტრმა" უმასპინძლა. კინოხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის რეჟისორი დევიდ ლინჩი დაჯილდოვდა. ლინჩი ოსკარზე სამჯერ იყო ნომინირებული, თუმცა ეს მისი პირველი ჯილდოა.
საპატიო ოსკარი კინოსა და ტელევიზიაში ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაეცა ჯინა დევისს. დაჯილდოვების ცერემონიალს კინოს ვარსკვლავები დაესწრნენ. სტუმრებს შორის შარლიზ ტერონი, სკარლეტ იოჰანსონი, ტომ ჰენკსი და პედრო ალმადოვარი იყვნენ.