logo
ENG



ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი ანალიზების პასუხები დღეს გახდება ცნობილი

05 მარ 202008:38
3 წუთის საკითხავი
 

დღეს გახდება ცნობილი აქვთ თუ არა კორონავირუსი იმ პაციენტებს, რომლების ტესტებიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 8 პაციენტის პასუხს ელოდებიან, მათ შორის 7 საქართველოს მოქალაქეა.

ბოლო მონაცემებით, კლინიკაში სულ 31 პაციენტი იმყოფება. მათ შორის თერთმეტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. სავარაუდოდ ისინი საკარანტინო ზონებში გადავლენ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს განმეორებითი გამოკვლევებით კორონავირუსი კვლავ დაუდგინდათ.

"დღე-ღამეში 15-18 პაციენტი შემოდის ინფექციურ საავადმყოფოში. ეს ყველაზე საშუალო მაჩვენებელია. ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. პროგრესირება არ გამოვლენილა", - ამბობს ეზუგბაია. 

 


close დახურვა