მსახიობი და კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში სიმსივნის გართულებით გარდაიცვალა. ლუი ანდერსონი ცნობილია ავტობიოგრაფიული მულტფილმით "ცხოვრება ლუისთან ერთად", რომელშიც ის თავის ბავშვობის ისტორიებს იხსენებს.
ლუი ანდერსონი ლას ვეგასში საავადმყოფოში გარდაიცვალა, როგორც მისი კოლეგა ამბობს, მას ჰოჯკინის ლიმფომა ჰქონდა.
ლუი ანდერსონს მოგებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის ემის.