logo
ENG



ლუკ კოფი: ნატომ უნდა გაიზიაროს თურქეთის რჩევა და საქართველო წევრად მიიღოს

04 თებ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

"ნატომ უნდა გაიზიაროს თურქეთის რჩევა და საქართველო წევრად მიიღოს"- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ჰერითიჯის ფონდის პოლიტიკის ცენტრის" დირექტორი ლუკ კოფი. ავტორი იხსენებს დავოსში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. მევლუთ ჩავუშოღლუმ მაშინ ნატოს გენერალურ მდივანს მიმართა და ალიანსს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. ლუკ კოფის შეფასებით საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია. ანალიტიკოსის შეფასებით, რეგიონის სტაბილურობიდან გამომდინარე შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ საქართველო ევრო-ატლანტიკურ გზაზე დარჩეს. 


close დახურვა