logo
ENG



ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

26 თებ 202008:52
3 წუთის საკითხავი
 

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ყოფილ გამომძიებელს კვლევები ჩაუტარდა.

მარიანა ჩოლოიანის სურვილით, ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს ღუდუშაურის კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ ყოფილი გამომძიებლის სასამართლო პროცესი სწორედ დღეს უნდა გაიმართოს. ადვოკატი, არჩილ შავაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ჩოლოიანმა პროცესზე დასწრება ვერ შეძლოს.

„საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სხვა მოსამართლე. მოსამართლე განიხილავს ყველა იმ მტკიცცებულებას რაც დაცვის მხარესა და სახელმწიფო ბრალდებას აქვს წარმოდგენილი. რის შემდეგაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას არის თუ არა საერთოდ დანაშაული მარიანა ჩოლოიანის ქმედებაში“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძემ დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. 2019 წლის 17 დეკემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და გამოავლინა დაკითხვის დროს არსებული ხარვეზები, რის შემდეგაც გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

დაკავების შემდეგ ჩოლოიანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს. 


close დახურვა