logo
ENG



ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა დაიწყო

19 დეკ 201912:32
3 წუთის საკითხავი
 

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარინა ჩოლოიანს ამ წუთებში ბრალს უყენებენ.

ჩოლოიანი, ბავშვის გრადაცვალებიდან მალევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა, რა დროსაც ის ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ის ამ დრომდე საავადმყოფიში რჩება, შესაბამისად, ბრალიც იქ წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის რამდენიმე დღეში იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

 

 


close დახურვა