ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსში უკრაინელებს "პატივისცემითა და სითბოთი" ეპყრობიან, "ამაყობდნენ მათი წარმატებებით."
"ბელორუსის მიწაზე უკრაინის გულთბილ და შრომისმოყვარე მოსახლეობას ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობოდნენ ჩვენი ერები ერთად იზიარებდნენ სიხარულსა და მწუხარებას, თავშესაფარს და პურს, ერთად გადალახეს უბედურება. ვამაყობდით მათი წარმატებებით, ჩვენ გვაერთიანებს არა მხოლოდ საერთო ბედი და ოჯახური კავშირები, არამედ მეგობრობისა და მეზობლებთან ურთიერთობის სურვილი", - განაცხადა ლუკაშენკომ.
პუტინის მოკავშირე პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ მშვიდობის დამყარებისთვის სლავ ხალხებს შორის დიალოგის "ალტერნატივა არ არსებობს" და ირწმუნება, რომ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებს.
"ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის ხალხს მშვიდობიანი ცა და სამოქალაქო ჰარმონია უსურვა, მათ დიდსულოვან ქვეყანას კეთილდღეობა, ოჯახებს კი ერთობა", - წერს ბელორუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.