logo
ENG



ლუკაშენკო: თუ პოლონეთს სურს, ვისაუბროთ - მეზობლებს არ ირჩევენ, ღვთისგან არიან

11 აგვ 202320:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/11/27nnvebuag55s97.jpg

დღეს, პირველ რიგში, ვცხოვრობთ აღმოსავლეთის ხარჯზე - ვთანამშრომლობთ რუსეთთან, ჩინეთთან. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი. ისინი ახლოს არიან, ჩვენი მეზობლები არიან - ევროკავშირი. და მათთან ურთიერთობების დაკარგვაც არ შეიძლება. ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. დამიჯერეთ, მოვა დრო - 2024-2025 წელს, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში სერიოზული ცვლილებები იქნება, მათ შორის. [...]

პოლონელებსაც უნდა ვესაუბროთ. დავავალე პრემიერმინისტრს დაჰკავშირებოდა. თუ სურთ, მოდი, ვისაუბროთ, დავალაგოთ ურთიერთობები. მეზობლები ვართ, მეზობლებს არ ირჩევენ, ღვთისგან არიან. მაგრამ 15 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები აქვთ და, რა თქმა უნდა, მათ უნდა დაძაბონ ვითარება, რათა აჩვენონ, მათ სწორად შეაიარაღეს და გადააიარაღეს ქვეყანა. ამიტომ 15 ოქტომბრამდე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე ძირეული ცვლილებები იქნება, მათთვის და ჩვენთვის სასარგებლო. ისინი ჩვენგან ბევრს ითხოვენ და მოითხოვენ, მაგრამ ამას ვერ დავთანხმდებით, რადგან ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება.


close დახურვა