logo
ENG



ლუკაშენკო: ცხინვალის და აფხაზეთის აღიარების შემთხვევაში სანქციების დაწესებით დაგვემუქრნენ

07 აგვ 202010:41
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში ბელარუსს ნატო და ევროკავშირი სანქციების დაწესებით დაემუქრა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენომ განაცხადა.

როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, 2009 წელს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ხავიერ სოლანამ, მას სთხოვა არ ეღიარებინა „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა", რადგან ამას დსთ-ს ქვეყნებში ჯაჭვური რეაქცია მოჰყვებოდა.

ლუკაშენკოს განმარტებით, ხავიერ სოლანამ მას იმ სანქციების ჩამონათვალი გააცნო, რომლის წინაშეც ქვეყნა აღმოჩნდებოდა, ყველაზე მთავარი აქედან "სვიფტის" საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემიდან გათიშვა იყო.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში მიყენებული ზარალის ანაზღაურების წინადადებით მან რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს მიმართა, თუმცა შეთანხმება ამ საკითხზე არ შედგა. 


close დახურვა