logo
ENG



ლუკაშენკო მოწოდებით გამოდის, უფლებამოსილების გადანაწილება საკონსტიტუციო გზით მოხდეს

17 აგვ 202021:40
3 წუთის საკითხავი
 
5mnu51pm9ptzgx0.jpg

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ის მზად არის სახელისუფლებო უფლებამოსილება გადანაწილდეს, თუმცა, მისი თქმით, ეს საკონსტიტუციო ცვლილებით უნდა მოხდეს. 

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ამ ეტაპზე ახალ კონსტიტუციაზე მიმდინარეობს მუშაობა , რომელიც სწორედ სახელისუფლებო უფლებამოსილების გადანაწილებას ითვალისწინებს.

ლუკაშენკოს თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. 

"გვჭირდება ახალი კონსტიტუცია. ორი ვარიანტი შემომთავაზეს, თუმცა არ მომეწონა. მიმდინარეობს მესამე ვარიანტზე მუშაობა. შემუშავდება ახალი კონსტიტუცია, გავიტანთ რეფერენდუმზე. ეს უნდა მოხდეს  არა ზეწოლით და ქუჩის მეშვეობით", - განაცხადა ლუკაშენკომ. 

 


close დახურვა