logo
ENG



ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა

25 თებ 202320:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/25/255tlecwu7xo3kr.png

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა. ინფორმაცია ლუკაშენკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ლუკაშენკოს ვიზიტი ჩინეთში 28 თებერვალს დაიწყება და 2 მარტს დასრულდება. ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკაშენკოს და ჩინეთის უვადოდ დანიშნული პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრა გაიმართება როგორც საჯარო ისე დახურული კარის ფორმატში, "მხარეები განიხილავენ ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და გაუმჯობესებას, ხოლო შეხვედრის ბოლოს დაგეგმილია გარკვეული მემორანდუმის ხელმოწერა".

სულ ლუკაშენკო სი ძინპინს 12-ჯერ შეხვდა, აქედან 7-ჯერ ბელარუსის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტისას.


close დახურვა